ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რობერტ ფიცო - უნგრეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან ინტენსიური თანამშრომლობისთვის მზად ვარ

რობერტ ფიცო - უნგრეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან ინტენსიური თანამშრომლობისთვის მზად ვარ

უნგრეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან ინტენსიური თანამშრომლობისთვის მზად ვარ, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო სოციალურ ქსელში წერს.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერს, პიტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„სრული პატივისცემით, ვცნობ გუშინდელ საპარლამენტო არჩევნებში უნგრეთის მოქალაქეების გადაწყვეტილებას და უნგრეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან ინტენსიური თანამშრომლობისთვის მზად ვარ, რომელსაც არჩევნების შედეგს ვულოცავ“, - წერს ფიცო X-ზე.

მისი თქმით, „სლოვაკეთის მთავრობის მიზნები უცვლელი რჩება“.

“ჩვენ უნგრეთთან მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ერთგულები ვართ. სლოვაკეთის მთავრობა მხარს უჭერს „ვიშეგრადის ჯგუფის“ ფორმატის აღდგენას. მხარს ვუჭერთ უნგრეთთან ერთად ჩვენი ენერგეტიკული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით ერთობლივ მიდგომას. მჯერა, რომ სლოვაკეთის, უნგრეთისა და მთლიანად ცენტრალური ევროპის მხრიდან „დრუჟბას“ ნავთობსადენის მუშაობის აღდგენის მიმართ კვლავ დიდი ინტერესი არსებობს“, - აცხადებს ფიცო.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.