ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფიქრია ჩიხრაძე - ალეკო ელისაშვილი პუტინის რეჟიმს სამხედრო დამნაშავედ ჰყავს გამოცხადებული, კობახიძემ და მდინარაძემ - ტერორისტად გამოაცხადეს - პირადადაც იძიეს მასზე შური და პუტინსაც აამეს

ფიქრია ჩიხრაძე - ალეკო ელისაშვილი პუტინის რეჟიმს სამხედრო დამნაშავედ ჰყავს გამოცხადებული, კობახიძემ და მდინარაძემ - ტერორისტად გამოაცხადეს -  პირადადაც იძიეს მასზე შური და პუტინსაც აამეს

ალეკო ელისაშვილი პუტინის რეჟიმს სამხედრო დამნაშავედ ჰყავს გამოცხადებული, კობახიძემ და მდინარაძემ - ტერორისტად გამოაცხადეს. პირადადაც იძიეს მასზე შური და პუტინსაც აამეს,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ფიქრია ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია.

„ალეკო ელისაშვილს უხსოვარი დროიდან ვიცნობ. ყველაზე მეტად მისი „ჰამქარელობის" პერიოდი მიყვარს და მეც გამხადა თავისი „ჰამქრის" წევრი.

ვიღაცას მოსწონდა, ვიღაცას - არა, მაგრამ მე ვერასოდეს დავივიწყებ მის უყოყმანო წასვლას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში და ასევე უყოყმანოდ გამგზავრებას რუსეთ-უკრაინის ომში. ალეკო ელისაშვილი პუტინის რეჟიმს სამხედრო დამნაშავედ ჰყავს გამოცხადებული,

კობახიძემ და მდინარაძემ - ტერორისტად გამოაცხადეს. პირადადაც იძიეს მასზე შური და პუტინსაც აამეს. ალეკო ელისაშვილის საქმე საბოლოოდ აუცილებლად გაცამტვერდება, მაგრამ მანამდე ის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია. სოლიდარობა ალეკოს და მის არაჩვეულებრივ ოჯახს!“- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.