ფინელი ტუროპერატორები და მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და ფინეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით, საქართველოს ფინეთიდან წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და მედია ორგანიზაციების 13 წარმომადგენელი ეწვია. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ფინელმა ტუროპერატორებმა, ბლოგერებმა, ჟურნალისტებმა და ინფლუენსერებმა დედაქალაქის ტურისტული ადგილები და მუზეუმები მოინახულეს, თბილისის შემდეგ კახეთს ესტუმრნენ და სიღნაღი, ალავერდი, წინანდალი, ყვარელი, ბაკურციხე დაათვალიერეს, გაეცნენ ქართული კერძებისა და ღვინის მომზადების წესებს. კახეთის შემდეგ ტურის მონაწილეები მცხეთას, სტეფანწმინდასა და გერგეტის სამებას ეწვივნენ. ფინური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ფინეთიდან საქართველოში ტურების დასაგეგმად ტურისტულ ინფრასტრუქტურას გაეცნენ, მედიის წარმომადგენლები კი საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო