ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფინეთში, სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი ბავშვი დაიღუპა

ფინეთის სკოლაში, სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი ბავშვი დაიღუპა. ის 12 წლის იყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მძიმეა დაჭრილი 2 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაც.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ქალაქ ვანტაას სკოლის საკლასო ოთახში მოხდა. სროლისთვის დაკავებულია ასევე 12 წლის ბავშვი. სამართალდამცველების თქმით, ეჭვმიტანილი სკოლიდან გაიქცა, თუმცა მალევე დააკავეს. მას თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი.
სკოლაში, სადაც სროლა მოხდა, 7-დან 16 წლამდე ასაკის 800 მოსწავლე სწავლობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.