არქივი2 აპრილი, 2024, 11:39
ფინეთის სკოლაში სროლის შედეგად, ერთი მოსწავლე გარდაიცვალა
ფინეთის სკოლაში სროლის შედეგად, ერთი მოსწავლე გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის პოლიცია ავრცელებს.
ფინეთის პოლიციის ცნობით, დღეს დილით, ქალაქ ვანტააში, ვიერტოლას სკოლაში სროლის შედეგად, დაშავებული სამი მოსწავლიდან ერთი გარდაიცვალა და ორის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, დაკავებული ეჭვმიტანილი 12 წლის არის.
პოლიციამ ვიერტოლას სკოლაში სროლის შესახებ ზარი ადგილობრივი დროით 09:08 საათზე მიიღო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.