ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფინეთსა და ესტონეთს შორის ზღვაში ელექტროენერგიის გადამცემი კაბელი გაწყდა

ფინეთსა და ესტონეთს შორის ზღვაში ელექტროენერგიის გადამცემი კაბელი გაწყდა

ფინეთის პოლიცია იძიებს, მონაწილეობდა თუ არა უცხო ქვეყნის გემი ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის დაზიანებაში, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„პოლიცია, სასაზღვრო დაცვასთან და ხელისუფლების სხვა ორგანოებთან თანამშრომლობით, ინციდენტის მოვლენათა ჯაჭვს იძიებს“, - ნათქვამია ფინეთის პოლიციის განცხადებაში.
პოლიციაში აცხადებენ, რომ გამომძიებლები უცხოური გემის პოტენციურ როლს იკვლევენ, თუმცა არ აკონკრეტებენ, რომელ გემს გულისხმობენ.
გამოცემის ცნობით, ფინეთის ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორი, Fingrid-ი აცხადებს, რომ 658 მეგავატი სიმძლავრის ინტერკონექტორი Estlink 2 ხაზგარეშე რჩება და ამ დროისთვის ორ ქვეყანას შორის მხოლოდ 358 მეგავატიანი Estlink 1 მუშაობს.
შეგახსენებთ, 2022 წელს იმავე წყლებში გამავალი „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენები ააფეთქეს. მომხდარს გერმანია ჯერ კიდევ იძიებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.