ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნატო ფინეთსა და ესტონეთს, რომლებიც ბალტიის ზღვის კაბელებთან დაკავშირებით შესაძლო დივერსიას იძიებენ, მხარდაჭერას სთავაზობს

ნატო ფინეთსა და ესტონეთს, რომლებიც ბალტიის ზღვის კაბელებთან დაკავშირებით შესაძლო დივერსიას იძიებენ, მხარდაჭერას სთავაზობს

ნატო ფინეთსა და ესტონეთს, რომლებიც ბალტიის ზღვაში მდებარე ელექტროგადამცემ კაბელებთან დაკავშირებით შესაძლო დივერსიას იძიებენ, მხარდაჭერას სთავაზობს, - The Guardian-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.
„ვესაუბრე [ესტონეთის პრემიერ-მინისტრს] კრისტენ მიხალს ბალტიის ზღვის კაბელებზე შესაძლო დივერსიის შესახებ. ნატო სოლიდარობას უცხადებს მოკავშირეებს და გმობს ნებისმიერ თავდასხმას კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ჩვენ ვაკვირდებით ესტონეთისა და ფინეთის გამოძიებებს და მზად ვართ შემდგომი მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა რუტემ.
ცნობისთვის, გუშინ ცნობილი გახდა, რომ დაზიანდა ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელი. მოგვიანებით, ფინეთის ხელისუფლებამ დააკავა გემი, Eagle S-ი, რომელსაც ბალტიის ზღვაში რუსული ნავთობი გადაჰქონდა, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ წყალქვეშა კაბელის გათიშვა მან გამოიწვია და რომ გემმა ასევე ინტერნეტის ოთხი ხაზი დააზიანა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.