არქივი13 მარტი, 2025, 18:06
ფინეთი უკრაინას 200 მლნ ევრომდე ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

ფინეთი რუსეთთან ომში დახმარებისთვის უკრაინას დაახლოებით 200 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ასევე, თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ფინეთმა და უკრაინამ ორმხრივი თავდაცვის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ორი ქვეყანა შეთანხმდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათ შორის შეიარაღებაზე, დაზვერვის გაცვლასა და საბრძოლო მასალის წარმოებაზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.