ფინეთი უკრაინას 16 მილიონი ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს

ფინეთი უკრაინას 16 მილიონი ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს.
“უკრაინაში ჰუმანიტარული მდგომარეობა რუსეთის შემოჭრიდან სამი წლის შემდეგ მძიმე რჩება. მდგომარეობა განსაკუთრებით ფრონტის ხაზზე გაუარესდა. ფინეთი უკრაინას საბიუჯეტო პუნქტიდან “უკრაინის მხარდაჭერა” ჯამში 16 მილიონი ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. დახმარება გაიგზავნება გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოებისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) მეშვეობით”, – ნათქვამია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მათი თქმით, ფინეთი უკრაინის დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – „დიპ სტეიტის“ გეგმა საქართველოში საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით არის ქვეყნის, ქართველი ხალხისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიტანილი შტურმის თვისებრივად ახალი ეტაპი