ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფინეთი უკრაინას 188 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ფინეთი უკრაინას 188 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს, - ამის შესახებ უკრაინასა და ფინეთს შორის გაფორმებულ უსაფრთხოების ხელშეკრულების ტექსტშია ნათქვამი.
„უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში ფინეთის მიერ 30 მილიონი ევროს გამოყოფის გათვალისწინებით, 2024 წელს უკრაინის მიმართ ფინეთის მხარდაჭერა უკვე 400 მილიონ ევროს აღემატება“, - ნათქვამია შეთანხმების ტექსტში.
ასევე, დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წლის განმავლობაში ფინეთი უკრაინისთვის დამატებით ორ დახმარების პაკეტს გამოყოფს.
ცნობისთვის, დღეს, უკრაინამ და ფინეთმა უსაფრთხოების 10 წლიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.