ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლატვია უკრაინას 1 მილიონი ევროს ღირებულების დრონებს გადასცემს

ლატვია უკრაინას 1 მილიონი ევროს ღირებულების დრონებს გადასცემს, - ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ თავის უკრაინელ კოლეგასთან, დენის შმიგალთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დრონები უკვე შემოწმებულია, ჩვენმა კოლეგებმა დაადასტურეს, რომ ისინი ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებენ“, - განაცხადა ევიკა სილინამ.
ასევე, ლატვიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად ლატვია 10 მილიონ ევროს გამოყოფს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.