ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფინეთი უკრაინას 118 მლნ. დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ფინეთი უკრაინას 118 მლნ. დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ფინეთი უკრაინას სამხედრო დახმარების დამატებით, 25-ე პაკეტს გადასცემს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 118 მილიონ ევროს შეადგენს.
"დაპირებისამებრ, ფინეთი მატერიალურ დახმარებას განაგრძობს. ჩვენი გზავნილი პარტნიორი ქვეყნებისთვის არის ის, რომ არ უნდა დავნებდეთ". - თქვა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა.
ფინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან უკრაინის თავდაცვისთვის მხარდაჭერა ჯამში 2,3 მილიარდ ევროს შეადგენს.
"დამატებითი დახმარების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში გათვალისწინებულია როგორც უკრაინის საჭიროებები, ასევე თავდაცვის ძალების რესურსები" - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
წყარო: ტაბულა

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.