ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური დაინიშნება – დათვლილია ხმების 96%

ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ეროვნული კოალიციის პარტიის ცენტრისტული-მემარჯვენე კანდიდატი ალექსანდერ სტუბი ლიდერობს, რომელიც 2014-15 წლებში ქვეყნის პრემიერმინისტრი იყო.
ჯერჯერობით დათვლილი ხმათა 96%-ის მიხედვით, სტუბს ამომრჩეველთა 27.1%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მისი მთავარი მეტოქე მწვანეთა პარტიის პეკა ჰაავისტოა, რომელმაც ხმების 25.7% მოიპოვა. მესამე ადგილზე კი, 19%-იანი მხარდაჭერით, “ფინელების პარტიის” კანდიდატი იუსი ჰალა-აჰო გადის.
ვინაიდან პირველივე ტურში გამარჯვებას ვერცერთი კანდიდატი ახერხებს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 11 თებერვალს გაიმართება, სადაც მოწინავე ორი კანდიდატი ერთმანეთს დაუპირისპირდება.
ფინეთის პოლიტიკურ სისტემაში მთავარ როლს ქვეყნის პრემიერმინისტრი და მისი მთავრობა ასრულებენ, თუმცა, სხვა ევროპული დემოკრატიებისგან განსხვავებით, ფინეთში პრეზიდენტი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი.
ქვეყნის ახლანდელმა პრეზიდენტმა მ პრეზიდენტობის ორივე ვადა ამოწურა, რაც ნიშნავს, რომ 12-წლიანი მმართველობის შემდეგ ფინეთს ახალი პრეზიდენტის არჩევა მოუწევს. ამ პერიოდში ნიინისტო საკმაოდ პოპულარული პრეზიდენტი იყო. განსაკუთრებით ზე თავდასხმის შემდეგ, რის ფონზეც ნიინისტომ ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაზე აიღო პასუხისმგებლობა.

ასევე დაგაინტერესებთ