არქივი23 ივნისი, 2025, 13:07
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - სიტუაცია საქართველოში უფრო და უფრო რთული ხდება - ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდითაა

სამწუხაროდ, სიტუაცია საქართველოში უფრო და უფრო რთული ხდება, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებისა და ქვეყნის თავისუფალი ხალხისთვის, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ბრიუსელში, „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
„ევროპა ყოველთვის ხალხის მხარესაა და მხარს უჭერს დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული გზის მიმართ მათ სურვილს. ასე რომ, ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდითაა”, - აღნიშნა ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.