ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფინანსური ანგარიშგების წარუდგენლობისთვის საჯარიმო სანქციები მკაცრდება

იმ საწარმოებს, რომლებიც ზედიზედ ორი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ფინანსურ ანგარიშგებებს არ წარადგენენ, ხუთმაგი ოდენობით გაზრდილი ჯარიმის გადახდა მოუწევთ. ამას „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები ითვალისწინებს.
ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, იცვლება აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების წარუდგენლობისათვის სანქციის გამოყენების პროცედურა.
თავდაპირველად სუბიექტს გაეგზავნება წერილობითი გაფრთხილება. წერილობითი გაფრთხილებით განსაზღვრულ ვადაში სუბიექტის მიერ ფინანსური ანგარიშგების წარუდგენლობა მომდევნო ეტაპზე გამოიწვევს მის დაჯარიმებას. სამსახური სუბიექტს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების წარმოსადგენად დამატებით ვადას განუსაზღვრავს ფულადი ჯარიმის აქტით. ჯარიმის დაკისრების შემდეგ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების კიდევ წარმოუდგენლობა უკვე გამოიწვევს კატეგორიისთვის განკუთვნილი ჯარიმის ორმაგი ოდენობით დაჯარიმებას.
ხოლო ზედიზედ ორ საანგარიშგებო პერიოდზე ანგარიშგების წარუდგენლობის შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია სუბიექტი დააჯარიმოს საწარმოს კატეგორიისთვის განსაზღვრული ჯარიმის ხუთმაგი ოდენობით. ჯარიმის ოდენობა დამოკიდებულია, რა კატეგორიის სუბიექტს წარმოადგენს სამართალდამრღვევი და ის 500 ლარიდან 5000 ლარამდე მერყეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.