ავსტრალიამ ბელორუსული საწარმოებისა და ფიზიკური პირების მიმართ ახალი სანქციები დააწესა

ავსტრალიამ დააწესა ახალი სანქციები ბელარუსის საწარმოებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
სანქციები დაწესებულია „ბელარუსში, ირანსა და ჩრდილოეთ კორეაში რუსეთის შესყიდვების ქსელში მონაწილე ობიექტების წინააღმდეგ“.
სანქციები შეეხო ბელორუსულ სამ საწარმოს. მათ შორის Volatavto-ს და Planar-ს.
შეზღუდვები ასევე შემოღებულ იქნა – ფინანსური სანქციებისა და შესვლის აკრძალვის სახით – ბელარუსის წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივნის დიმიტრი შევცოვის და ბელარუსის რკინიგზის ხელმძღვანელის ვლადიმერ მოროზოვის მიმართ, ნათქვამია მოხსენებაში.
ერთი დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელარუსში თავდაცვის სფეროს რამდენიმე საწარმო და ფიზიკური პირი ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტში მოხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა