არქივი10 იანვარი, 2026, 20:09
ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

საპროტესტო აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსკენ მიემართებიან.
უწყვეტი პროტესტის 409-ე დღესაც დემონსტრანტები უცვლელი მოთხოვნებით არიან, ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და აქციის ფარგლებში დაკავებული პატიმრები გათავისუფლდნენ.
მათ კიდევ ერთი მოთხოვნაც აქვთ, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნივთიერებები გამოიყენა შსს-მ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების წინააღმდეგ.
მოქალაქეებს ევროკავშირისა და საქართველოს დროშები აქვთ მიტანილი.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებულები.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.