თბილისში „ალილოს“ მსვლელობა მიმდინარეობს

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში „ალილოს“ მონაწილეთა მსვლელობა მიმდინარეობს. მომლოცველთა და მგალობელთა გუნდმა მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო.
მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც შობის პარაკლისი შესრულდება.
მსვლელობის დაწყებამდე, რესპუბლიკის მოედანზე მივიდნენ პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები, ასევე მიხეილ ყაველაშვილის მეუღლე, თამარ ბაგრატიონი, რომლებმაც „ალილოს“ მონაწილეებს სანოვაგე გადასცეს.
„ჩემს ლამაზ საქართველოს ვულოცავ შობის დღესასწაულს. ჩემს ხალხს მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, მხნეობა, კეთილდღეობა. მჯერა, რომ სიყვარული გადაგვარჩენს!“ – განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.
„ალილოს“ მსვლელობის ტრადიცია 2000 წლიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამუნა კეკენაძე: დიუშენის მქონე ბავშვების პრობლემებს გავყვებით ბოლომდე, რომ ეს არ იყოს მორიგი მოტყუება, როგორიც ფასების შემცირების კუთხით ჰქონდათ – პრემიერი მალე მოდის პარლამენტში და დარწმუნებული ვარ, ამისთვისაც უნდოდა ე.წ. პოზიტიური იმიჯის შექმნა