ფეისბუკში, ჟურნალისტის, ვახო სანაიას შეურაცხყოფისთვის, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 53 წლის ხელოსანი, ზურაბ ოსიყმაშვილი, 2000 ლარით დააჯარიმა

ფეისბუკში, ჟურნალისტის, ვახო სანაიას შეურაცხყოფისთვის, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 53 წლის ხელოსანი, ზურაბ ოსიყმაშვილი, 2000 ლარით დააჯარიმა. 25 ივნისს, სასამართლო სხდომაზე ის მარტო, ადვოკატის გარეშე მივიდა
⚖ სასამართლოებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყოველ დღე, რამდენიმე პროცესი ტარდება სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარდგენილ საქმეებზე. ამ სხდომებზე, რომლებიც ხანდახან სულ რამდენიმე წუთს გრძელდება, მოქალაქეებს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსების, და არამხოლოდ მათ, საჯარო შეურაცხყოფას ედავება
💸 პირველი ივნისიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ახალი სამმართველოს ინსპექტორები როგორც თავად უწოდებენ, სოციალური ქსელების „მონიტორინგს“ შეუდგნენ, უკვე არაერთი ადამიანია დაჯარიმებული 2000-დან 4000 ლარამდე
⚖ პირველი ორი კვირის მონაცემებით, -მ სასამართლოებში 60-მდე საქმე შეიტანა. ყოველდღიურად, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა სასამართლოში, მინიმუმ 4-5 საქმე იხილება