ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფედერალური მოსამართლე - დონალდ ტრამპმა კალიფორნიის ეროვნული გვარდიის წევრების ფედერალიზაცია უკანონოდ მოახდინა

ფედერალური მოსამართლე - დონალდ ტრამპმა კალიფორნიის ეროვნული გვარდიის წევრების ფედერალიზაცია უკანონოდ მოახდინა

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ, ჩარლზ ბრეიერმა დაადგინა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკანონოდ მოახდინა კალიფორნიის ეროვნული გვარდიის წევრების ფედერალიზაცია და განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ჯარებზე კონტროლი შტატს უნდა დაუბრუნოს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„მისი ქმედებები უკანონო იყო და სცილდება როგორც მისი კანონიერი უფლებამოსილების ფარგლებს, ასევე არღვევს შეერთებული შტატების კონსტიტუციის მეათე შესწორებას. ამიტომ, მან დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს კალიფორნიის შტატის გუბერნატორს კალიფორნიის ეროვნულ გვარდიაზე კონტროლი“, - წერს მოსამართლე გადაწყვეტილებაში.
CNN-ი იუწყება, რომ გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი გამარჯვებაა კალიფორნიის გუბერნატორ გევინ ნიუსომისთვის, რომელმაც უჩივლა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ ლოს-ანჯელესში მიმდინარე აქციების გამო ჯარები ფედერალურ სამსახურში გამოიძახა.
იუსტიციის დეპარტამენტმა ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა და განაცხადა, რომ ისინი საქმის შეჩერების მოთხოვნით უზენაეს სასამართლოს მიმართავენ, თუ სააპელაციო სასამართლო მოსამართლის გადაწყვეტილებას შუაღამემდე არ დაბლოკავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.