კალიფორნიის გუბერნატორის განცხადებით, ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების გაგზავნის გამო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უჩივლებს

კალიფორნიის გუბერნატორის განცხადებით, ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების გაგზავნის გამო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უჩივლებს.
„ეს ზუსტად ისაა, რაც დონალდ ტრამპს სურდა. მან ცეცხლი გააღვივა და ეროვნული გვარდიის ფედერალიზაცია უკანონოდ გადაწყვიტა. მის მიერ ხელმოწერილი ბრძანება მხოლოდ კალიფორნიას არ ეხება. ეს მას ნებისმიერ შტატში შესვლისა და იგივეს კეთების საშუალებას მისცემს. ჩვენ მას ვუჩივლებთ“, – წერს კალიფორნიის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი X-ზე.
მანამდე, გევინ ნიუსომმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების გაგზავნის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „დიქტატორის ქმედება“ უწოდა.
შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2 000 ჯარისკაცის გაგზავნის ბრძანება გასცა. პოლიციის ცნობით, კვირას ლოს-ანჯელესში 27 ადამიანი, ხოლო სან-ფრანცისკოში 60 ადამიანი დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”