ფაშინიანი: სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ გადასახადები უნდა გადაიხადოს
9
წაკითხვა
სომხეთის სამოციქულო ეკლესიის რეფორმა გარდაუვალი აუცილებლობაა — ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სამშაბათს, Facebook-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, სადაც 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებისთვის მმართველი პარტიის, სამოქალაქო ხელშეკრულების, საარჩევნო პროგრამა წარადგინა.
პრემიერმინისტრის განცხადებით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეკლესიის ხელმძღვანელობის ქმედებებმა მრევლის ნაწილის გაუცხოება გამოიწვია. სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანი მიიჩნევს, რომ ამ ვითარებით გარე ძალები სარგებლობენ და სომხური სამოციქულო ეკლესიის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად ქცევას ცდილობენ.
ამასთან დაკავშირებით, ფაშინიანმა დასძინა, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო პლატფორმა მოიცავს ეკლესიის რეფორმირების სამოქმედო გეგმას. აღნიშნული გეგმის პირველი პუნქტი სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის გადადგომაა, რასაც უნდა მოჰყვეს მისი ადგილმონაცვლის არჩევა, ეკლესიის ახალი წესდების მიღება, ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და სამღვდელოების ღირსეული ქცევის წესების დადგენა. პროცესი ახალი კათოლიკოსის არჩევითა და ზოგადი რეფორმებით უნდა დასრულდეს, რაც ეკლესიას პოლიტიკური გავლენებისგან გაათავისუფლებს.
“ეკლესია სახელმწიფოსგან გამოყოფილია, მაგრამ ის ვერ იარსებებს სახელმწიფოს მიღმა”, — აღნიშნა ფაშინიანმა.
ეკლესიის ბიბლიური არსის განხილვის შემდეგ, პრემიერმა დაასკვნა, რომ სომხური სამოციქულო ეკლესიის ხელმძღვანელობის ქმედებებმა ქვეყნის სულიერი ცხოვრება გააუარესა. მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ სამღვდელოება ვერ სარგებლობს მთავრობის მიერ შეთავაზებული სოციალური გარანტიებით, ეკლესიის მარგინალიზაციის მცდელობაზე მეტყველებს.
ფაშინიანმა განაცხადა, რომ საბოლოო მსაჯული ხალხია და სომეხმა ერმა თავად უნდა გასცეს პასუხი კითხვას — არის თუ არა მისაღები, რომ კტრიჩ ნერსისიანმა (კათოლიკოს გარეგინ II) ეკლესია პოლიტიკურ პარტიად აქცია და სულიერი ქადაგებები პოლიტიკური რიტორიკით ჩაანაცვლა.
“ჩვენი წმინდა ეჩმიაძინი თქვენი ინფექციით შეიბილწა“, — მიმართა პრემიერმა სამღვდელოებას და დასძინა, რომ მისთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ასეთ პირობებში სულიერ ფასეულობებზე დაფუძნებულმა საზოგადოებამ იარსებოს. ფაშინიანი მიიჩნევს, რომ ეს საკითხიც მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე უნდა გადაწყდეს.
სომხური დიასპორის კონტექსტში ფაშინიანმა გამოთქვა შეშფოთება, რომ საზღვარგარეთ ხშირად არა სომხეთის, არამედ უცხოური ინტერესების გატარება ხდება, რაც ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება.
“სომხური სამოციქულო ეკლესია ეწევა გარკვეულ საქმიანობას და ვალდებულია გადაიხადოს გადასახადები. ჩვენ მზად ვართ, აკრეფილი გადასახადების 100% და მეტიც, სოციალური გარანტიების სახით დავუბრუნოთ ეკლესიას. რატომ არ თანხმდებიან ისინი ამაზე კტრიჩ ნერსისიანის მეთაურობით? იმიტომ, რომ მათ სურთ ჩრდილში მოქმედება და არ სურთ იყვნენ ანგარიშვალდებულნი არც ეკლესიისა და არც სახელმწიფოს წინაშე.”, — განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა
კომენტარები
გადახედვა
ფაშინიანი: სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ გადასახადები უნდა გადაიხადოს
21 წუთის წინ
ფაშინიანი: სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ გადასახადები უნდა გადაიხადოს
ქვიზი: რომელი სერიალის პერსონაჟი ხარ შენი ინგლისურით?
36 წუთის წინ
ქვიზი: რომელი სერიალის პერსონაჟი ხარ შენი ინგლისურით?
დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ
44 წუთის წინ
დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ
გადახედვა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა
ერთი საათის წინ
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა
გადახედვა
2 წლის ბიჭის სიმსივნისგან გამოჯანმრთელება უცნობებით სავსე თვითმფრინავმა აღნიშნა
ერთი საათის წინ
2 წლის ბიჭის სიმსივნისგან გამოჯანმრთელება უცნობებით სავსე თვითმფრინავმა აღნიშნა
გადახედვა
მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები
ერთი საათის წინ
მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები
გადახედვა
სუს: უცხო ქვეყნისთვის ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს — მიმალვაში მყოფ 2 პირზე ძებნა გამოცხადდა
ერთი საათის წინ
სუს: უცხო ქვეყნისთვის ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს — მიმალვაში მყოფ 2 პირზე ძებნა გამოცხადდა
გადახედვა
ISFED-ის დახმარებით “საქნახშირს” მოსარჩელე დავით კახიძემ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა შეძლო
ერთი საათის წინ
ISFED-ის დახმარებით “საქნახშირს” მოსარჩელე დავით კახიძემ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა შეძლო
გადახედვა
ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ
2 საათის წინ
ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ
გადახედვა
საკადრო ცვლილებების შემდეგ, შს მინისტრის ხუთივე მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა
2 საათის წინ
საკადრო ცვლილებების შემდეგ, შს მინისტრის ხუთივე მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა
გადახედვა
რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს
2 საათის წინ
რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს
გადახედვა
ომბუდსმენმა “იარაღის შესახებ” კანონში ცვლილების თაობაზე სამართლებრივი შეფასება წარადგინა
2 საათის წინ
ომბუდსმენმა “იარაღის შესახებ” კანონში ცვლილების თაობაზე სამართლებრივი შეფასება წარადგინა
მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა
3 საათის წინ
მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა
გადახედვა
Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია
3 საათის წინ
Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია
თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები
3 საათის წინ
თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები
გადახედვა
რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი “მეძავად” და “პატარა ქალად” მოიხსენია
3 საათის წინ
რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი “მეძავად” და “პატარა ქალად” მოიხსენია
გადახედვა
სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
3 საათის წინ
სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს
4 საათის წინ
ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს
გადახედვა
საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია
4 საათის წინ
საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია
გადახედვა
OpenAI-მ სურათების ახალი გენერატორი გამოუშვა — რა შეუძლია Images 2.0-ს
4 საათის წინ
OpenAI-მ სურათების ახალი გენერატორი გამოუშვა — რა შეუძლია Images 2.0-ს
გადახედვა
NASA-ს მავალმა მარსზე სიცოცხლის “საშენი მასალა” აღმოაჩინა — ახალი ექსპერიმენტი
4 საათის წინ
NASA-ს მავალმა მარსზე სიცოცხლის “საშენი მასალა” აღმოაჩინა — ახალი ექსპერიმენტი
კვირის ტოპ-5
“ქართულ ოცნებაში” საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვის ანაცვლებს?533 ნახვა
ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ522 ნახვა
მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს496 ნახვა
თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს391 ნახვა
თურქეთის სკოლაში 14 წლის მოზარდმა 9 ადამიანი მოკლა336 ნახვა
გირჩევთ
ეკონომიკა
TBILISI OPEN AIR 2026: მუსიკა ათავისუფლებს!
TBILISI OPEN AIR 2026: მუსიკა ათავისუფლებს!
გადახედვა
კონფლიქტები
შსს: დედაზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შსს: დედაზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
საზოგადოება
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები მედიკამენტებთან ერთად მულტიდისციპლინური გუნდის შექმნას ითხოვენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები მედიკამენტებთან ერთად მულტიდისციპლინური გუნდის შექმნას ითხოვენ
გადახედვა
პოლიტიკა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, ქართველ ხალხთან ერთად, შეძლო დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის დამარცხება
კალაძე: ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, ქართველ ხალხთან ერთად, შეძლო დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის დამარცხება
გადახედვა
პოლიტიკა
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში გაემგზავრა
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში გაემგზავრა
ცხოვრების სტილი
როგორ მოვამზადოთ ტვირთი გადასაზიდად (რომ მძღოლს გული არ გაუსკდეს)
როგორ მოვამზადოთ ტვირთი გადასაზიდად (რომ მძღოლს გული არ გაუსკდეს)
გადახედვა
საზოგადოება
მარიამ მალაზონია: “დიუშენის დაავადებისთვის მედიკამენტი სიცოცხლის შესაძლებლობაა”
მარიამ მალაზონია: “დიუშენის დაავადებისთვის მედიკამენტი სიცოცხლის შესაძლებლობაა”
გადახედვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: გადანაცვლება იმისთვის არ ხორციელდება, რომ რაიმე პრობლემა არსებობს კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ
კახა კალაძე: გადანაცვლება იმისთვის არ ხორციელდება, რომ რაიმე პრობლემა არსებობს კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
ნახეთ: მარათონში ჩინურმა რობოტმა ადამიანის რეკორდიც კი მოხსნა
ნახეთ: მარათონში ჩინურმა რობოტმა ადამიანის რეკორდიც კი მოხსნა
გადახედვა
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია-ხელმძღვანელობაც წარმატებით გამოუვა, როგორც პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია-ხელმძღვანელობაც წარმატებით გამოუვა, როგორც პოლიტიკა
ახლა კითხულობენ
აგრო დაზღვევა ალდაგში ყველაზე სწრაფი ანაზღაურებით
6 საათის წინ
სადაზღვევო კომპანია ალდაგში აგროდაზღვევის სეზონი დაიწყო. ფერმერებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, შეუძლიათ, დააზღვიონ…
ქვიზი: როგორ იცნობ მსოფლიოს მდინარეებს?
ნიკა გვარამია: კაცი ერთსა და იმავე დღეს გენერლად აკურთხონ და თანამდებობიდან მოხსნან, ჯერ არ გამიგია
მეორადი სტრესი — როგორ გადაგვედება სხვისი ნერვიულობა ისე, რომ ვერც კი ვხვდებით
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს