სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი21 აპრილს სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომეხთა სამოციქულო ეკლესია გადასახადებს უნდა იხდიდეს და მასზე საგადასახადო დეკლარაციის სისტემა უნდა ვრცელდებოდეს.
“არ შეიძლება, რომ სამღვდელოების წარმომადგენლები უნივერსალური საგადასახადო დეკლარაციის სისტემის მიღმა იყვნენ. ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ ეკლესია გადასახადებს უნდა იხდიდეს,” განაცხადა ფაშინიანმა პარტია “საზოგადოებრივი კონტრაქტის” საარჩევნო პლატფორმის წარდგენისას.
ფაშინიანის თქმით, ეკლესიას არ უნდა, რომ პასუხისმგებელი იყოს ხალხის მიმართ: “მაგრამ ეკლესია ხალხია, ვინაიდან არცერთი კათოლიკოსი არასდროს არ ყოფილა ეკლესია,” დაამატა მან.
სომხეთის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ეკლესია “პოლიტიკური ქადაგებით არის დაკავებული” და “სულიერი ქადაგება მიატოვა”.
“ჩვენი წმინდა სალოცავი, წმინდა ეჩმიაძინის დედა საყდარი, შეურაცხყოფილი და დასნეულებულია, და ხალხმა გადაწყვეტილება არჩევნების დროს უნდა მიიღოს”. – თქვა ფაშინიანმა.
სომხეთში მომდევნო საპარლამენტო არჩევნების გამართვა 7 ივნისს იგეგმება.