“ფაშინიანი და ალიევი ჩემი კარგი მეგობრები არიან” – ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან 8 აგვისტოს შეხვედრის შემდეგ truthsocial – ზე წერს, რომ ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ახლა მისი მეგობრები არიან.
“ჩემთვის დიდი პატივი იყო, ვყოფილიყავი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, როცა ჩვენ ვაწერდით ხელს სამშვიდობო ხელშეკრულებას ათწლეულების ომისა და სიკვდილის შემდეგ. ისინი ორი შესანიშნავი ადამიანი და დიდი ლიდერები არიან. ახლა ისინი ჩემი კარგი მეგობრები არიან,“ — დაწერა ტრამპმა.
8 აგვისტოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მედიაციითა და მონაწილეობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს, რომელმაც უნდა დაასრულოს მრავალწლიანი კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. გარდა ამისა, შეთანხმების შესაბამისად, აშშ მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას 99 წლით სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებისათვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ია კვანტალიანი – ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას – საქმის მასალებმა გამოავლინა გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს

ზურაბ ჯაფარიძე: ზელეგიტიმურები ამჯერად რომელიმე ლიდერთან სიახლოვეში გადაღებული ფოტოებით ცდილობენ გვაჩვენონ რომ იზოლაცია გარღვეულია და ისინი მიღებული არიან ცივილიზებულ საზოგადოებაში

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…