ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფაშინიანი და ალიევი მიუნხენში შეხვდნენ

მიუნხენში, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის ინიციატივით, 17 თებერვალს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა გაიმართა.
ოფიციალური ცნობითვე, გაიმართა ასევე ორმხრივი შეხვედრა ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშიანს შორის, სადაც, APA-ს ინფორმაციით, განიხილეს ურთიერთობების ნორმალიზება, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა და საზღვრის დელიმიტაცია.
“მათ განიხილეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი და რეგიონში მშვიდობისა სტაბილურობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ნაბიჯები. გადაწყდა სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მუშაობის გაგრძელება” – ციტირებენ სომხეთის მინისტრთა კაბინეტის განცხადებას სომხური გამოცემები.
“ამასთან, ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს დაევალათ უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ შეხვედრა და მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმებაზე” – წერს სომხური მედია.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ამ დრომდე არ არის ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმება, რომელზეც მხარეები 2023 წლის შემოდგომიდან მუშაობენ.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.