ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკოლ ფაშინიანი საფრანგეთში გაემგზავრა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი საფრანგეთში გაემგზავრა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ემანუელ მაკრონთან ერთად დღეს წინააღმდეგობის მოძრაობის სომეხი გმირის, მისაკ მანუჩანის პარიზის პანთეონში გადასვენების ცერემონიას დაესწრება.
ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანი საფრანგეთის სენატის პრეზიდენტ ჟერარ ლარშეს, პრემიერ-მინისტრ გაბრიელ ატალს და პარიზის მერს ანა იდალგოს შეხვდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.