პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფაშინიანი აზერბაიჯანსა და აზერბაიჯანელ ხალხს ყურბან-ბაირამს ულოცავს

ფაშინიანი აზერბაიჯანსა და აზერბაიჯანელ ხალხს ყურბან-ბაირამს ულოცავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანს პირველად მიულოცა ისლამური დღესასწაული ყურბან-ბაირამი.
„ვულოცავ აზერბაიჯანის რესპუბლიკას და აზერბაიჯანელ ხალხს ყურბან-ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით. მშვიდობას და კეთილდღეობას ვუსურვებ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს“, – დაწერა ფაშინიანმა სოციალურ ქსელ X-ში.
ფაშინიანის მილოცვაზე დაწერა აზერბაიჯანულმა სამთავრობო მედიამ, სათაურით – “ფაშინიანმა აზერბაიჯანს პირველად მიულოცა ყურბან-ბაირამი”.
მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე კონტროლი სრულად აღადგინა, სომხეთის ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას ცდილობს. შეთანხმებული ტექსტის მიუხედავად, ჯერჯერობით, სამშვიდობო შეთანხმება ხელმოუწერელია. ერევანი აცხადებს, რომ ბაქოსგან ელის მზაობას.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.