ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მუსლიმი მრევლი ყურბან ბაირამს აღნიშნავს

მუსლიმი მრევლი ყურბან ბაირამს აღნიშნავს

ბათუმში, მუსლიმი მრევლი ყურბან ბაირამს აღნიშნავს. მორწმუნეები ბათუმის მთავარ მეჩეთში დილიდან შეიკრიბნენ. სადღესასწაულო ლოცვა საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ აღავლინა.
მუსლიმი მორწმუნეების თქმით, მსხვერპლად შეწირული შინაური ცხოველის ხორცს ახლობლებსა და უპოვრებს გაუნაწილებენ, ასევე მიცვალებულთა საფლავებზე გავლენ.
მუსლიმ მრევლს ბაირამის დღესასწაული ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმაც მიულოცეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.