არქივი11 თებერვალი, 2026, 14:03
ფასების 20%-მდე შემცირება შესაძლებელია - „ბარაქა“

შპს „ბარაქას“ დირექტორის განცხადებით, ფასების 20%-მდე შემცირება შესაძლებელია, ამის შესახებ ვაჟა ბერიძემ ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
„ძირითადად, საქართველო ზის იმპორტულ პროდუქციაზე. ამასთან დაკავშირებით ფასების წარმომქმნელი, საკმაოდ დიდი სივრცე გვაქვს, რომ ფასი დავწიოთ დაბლა.
მიმაჩნია, რომ 20%-მდე შეიძლება დაიწიოს. იმისდა მიხედვით, მაგალითად მე რამდენად ვყიდულობ რძის ფხვნილს. ბიზნესმენისა და ხალხის გარანტორი უნდა იყოს სახელმწიფო და დაზღვევა", - განაცხადა ვაჟა ბერიძემ.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.