ყველამ ერთად, ხელისუფლებამ, ბიზნესმა, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე – კობახიძე

ყველამ ერთად, ხელისუფლებამ, ბიზნესმა, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე – კობახიძე
ეს თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია და იმედი მაქვს, რომ ამას მიბაძავენ სხვა კომპანიებიც, ჩვენ ყველამ ერთად, ხელისუფლებამ, ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და სადაც და რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კვერცხის ფასების კლებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველამ უნდა იმოქმედოს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ფასების კლების მიმართულებით.
„უნდა შევუმსუბუქოთ ჩვენს მოსახლეობას ეს სოციალური ტვირთი, რაც ამ ფასებში არის გამოხატული. ვფიქრობ, ამის რესურსი არსებობს. პარლამენტიც ჩაერთვება, შექმნილია შესაბამისი საპარლამენტო კომისია, მომდევნო კვირიდან უკვე კომისიის ფორმატში გაიმართება შეხვედრები შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან და საზოგადოება უშუალოდ მიიღებს ინფორმაციას, ამ ღია შეხვედრების საფუძველზე, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ვითარებაა შექმნილი, როგორ წარმოიქმნება ფასები და რამდენად არსებობს ფასების შემცირების რესურსი. ამ ყველაფრის საფუძველზე, ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და ვიზრუნოთ ფასების დაბლა დაწევაზე“,- ამბობს ირაკლი კობახიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ