არქივი19 სექტემბერი, 2025, 22:09
ფარაონ ამენემოპეს 3000 წლის ოქროს სამაჯური ჯერ ეგვიპტის მუზეუმიდან მოიპარეს და გაყიდეს, მყიდველმა კი გადაადნო

CNN-ის ინფორმაციით, 3000 წლის ოქროს სამაჯური, რომელიც ფარაონ ამენემოპეს ეკუთვნოდა, ეგვიპტის მუზეუმის საცავიდან 9 სექტემბერს გაუჩინარდა. ქვეყნის შს მინისტრის განცხადებით, სამაჯური მუზეუმის რესტავრატორმა მოიპარა და ძვირფასეულობით მოვაჭრეს მიჰყიდა, მან კი ნივთი კაიროს ისტორიულ საიუველირო უბანში მდებარე სახელოსნოს მფლობელს გადასცა. სახელოსნოს მფლობელისგან სამაჯური ოქროს მდნობელმა შეისყიდა, რომელმაც ლითონი სხვა ნივთებთან ერთად გადაამუშავა. მინისტრის ცნობით, ყველა ეჭვმიტანილი დაკავებულია.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.