ფავლენიშვილი: რაც არ უნდა დაბრკოლება შექმნან, აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან 1-ელ ოქტომბერს

29 სექ 202611:39
ირაკლი ფავლენიშვილის ინფორმაციით, რიყის პარკში, 1-ელ ოქტომბერს დაგეგმილი აქციის ჩატარებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან უარი მიიღეს.
ფავლენიშვილი აღნიშნავს, რომ, შსს-ს მოთხოვნა არაკანონიერია, რადგან შეუძლებელია საჯარო სივრცეებში, გადაადგილების უფლება ეზღუდებოდეთ ადამიანებს. მისი თქმით, რაც არ უნდა ტექნიკური დაბრკოლება შიქმნას აუცილებლად მივლენ რიყის დოქებთან, პირველ ოქტომბერს 17:00 საათზე.
“გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1-ელ ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან ხუთი წლის თავზე, აქცია რომ ჩატარდეს.
თურმე რიყის პარკში აქციის ჩატარება არ შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, თუ ამის ნება არ ექნება შსს-სა და მერიას. ეს მითითება, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არაკანონიერია. შეუძლებელია, რომ საჯარო სივრცეებში, თუნდაც პარკებსა და სკვერებში, გადაადგილების უფლება ეზღუდებოდეთ ადამიანებს, იმის გამო, რომ ივანიშვილს დღემდე ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილი ეშინია…
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას – რაც არ უნდა ტექნიკური დაბრკოლება შეგვიქმნან, აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან, რომელიც იქცა საქართველოს გაპარტახებისა და გაძარცვის სიმბოლოდ. აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან, აუცილებლად შევიკრიბებით 1-ელ ოქტომბერს 17:00 საათზე”, – თქვა ფავლენიშვილმა.