პარტია “კანონი და სამართლის” პოლიტსაბჭოს წევრი თამარ ბუჩუკური:
მე არ ვარ ნაციონალური მოძრაობის წევრი და ხვალ, 1-ლ ოქტომბერს, რიყეზე “თავისუფლება მიშას” მოთხოვნით აუცილებლად ვიქნები.
მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ.
ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო. “მე არ მინდა მიშაო” არ იფიქროთ, ევროპას უნდა, რომელსაც ამ ქვეყნის 90 %-ზე მეტმა მოქალაქემ რეფერენდუმზე მხარი უკვე დაუჭირა.
დროა (დაგვიანებულიც კი) პარტიებმა და უბრალოდ მოქალაქეებმა მოიხსნათ კომპლექსები და გააკეთოთ არჩევანი – ან დაუჭიროთ სააკაშვილის გათავისუფლების მხარი და შესაბამისად, ევროპულ რეზოლუციებს, ან პუტინის და ჩამყაყებული რუსეთის მხარეს დარჩეთ და ჭაობში აღმოჩნდეთ.
მე პირადად არ ვარ ნაციონალური მოძრაობის წევრი, მაგრამ ვარ ქართველი და არ მყოლია მე დუმის გადასაწყვეტი პატიმრობის ღირსი პრეზიდენტი. ეს უბრალოდ ეროვნული თავმოყვარეობის საკითხია.
თუ ხვალ აქციაზე გამოხვალთ, ეს პუტინის წინააღმდეგ, გამოსვლა იქნება რაც რუსული პროპაგანდის მსხვერპლთა რაოდენობის კლებაზე ნათლად იმეტეყველებს. ალბათ მეთანხმებით, რომ ახლა ნამდვილად ეგზისტენციალური საკითხი გვაქვს გადასაწყვეტი – ან რუსული კოლონია გავხდებით, ან ცივილური სამყაროს ნაწილი.




