ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფაბრიციო რომანო: ოსიმენის შესახებ სიმართლეს გეტყვით

ავტორიტეტულმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ SOS Fanta-სთან ინტერვიუში ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა.
"ოსიმენს ინტერვიუები არ ხიბლავს, თუმცა ეროვნულ ნაკრებში ყოფნისას, ვალდებულია, რომ ეს გააკეთოს. საჯაროდ ამდენი საუბარი მას არ ეხმარება.
150%-ით შემიძლია გითხრათ, რომ ამჟამად ვიქტორს კონტრაქტი არცერთ გუნდთან შეუთანხმებია. მან რამდენიმე დღის წინ უბრალოდ განაცხადა, რომ ზაფხულში "პარტენოპეის" დატოვებს, ეს ისედაც ვიცოდი, როცა "ნაპოლისთან" ხელი ახალ კონტრაქტს მოაწერა.
დღესდღეობით მან და მისმა აგენტმა არ იციან სად გაგრძელდება ნიგერიელის კარიერა. თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ზაფხულში "ნაპოლის" დატოვებს", - განაცხადა რომანომ.
შეგახსენებთ,
ოსიმენი "პარტენოპეის" 2020 წელს, "ლილიდან" შეუერთდა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.