ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უხვმა ნალექმა ადიგენის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

უხვმა ნალექმა ადიგენის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ადიგენის მუნიციპალიტეტში. რამდენიმე სოფელში დაიტბორა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, საქონლის სადგომები, დაიხოცა პირუტყვი და დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა. დაზარალებული ოჯახები მერიის სამსახურმა უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა. სტიქიის ზონაში მუშაობს სპეციალური ტექნიკა და ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი.
“ძლიერი ნალექი მოვიდა, თითქმის 2 საათი მიმდინარეობდა, ძალიან ინტენსიური წვიმა იყო. დაზარალდა რამდენიმე სოფელი, ყველაზე მძიმედ დაზარალდა სოფელი შოყა, სადაც 3 საცხოვრებელი სახლი გამოვიდა მწყობრიდან, საცხოვრებლად უვარგისი გახდა.
ამ წუთებისთვის გზა გაწმენდილია. ევაკუაცია დაგვჭირდა 4 ოჯახის, 22 მოქალაქე გავიყვანეთ, დავაბინავეთ. ვაკეთებთ ყველაფერს, საქმის კურსშია მთავრობა, ყველა შესაბამისი სამინისტრო და აუცილებლად გვექნება საშუალება, რომ სახლები აღვუდგინოთ იმ დაზარალებულებს, რომლებმაც ზიანი მიიღეს”, – აცხადებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.