ადიგენის მუნიციპალიტეტში, უხვმა ნალექმა სერიოზული პრობლემები შექმნა

ადიგენის მუნიციპალიტეტში, უხვმა ნალექმა სერიოზული პრობლემები შექმნა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, რამდენიმე სოფელში დაიტბორა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, საქონლის სადგომები, დახოცილია პირუტყვი, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
მათივე ცნობით, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, გაყვანილია უსაფრთხო ადგილზე.
„ვითარებას ადგილზე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ეცნობა.
სტიქიის ზონაში მუშაობს სპეციალური ტექნიკა და ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია