უწყებებს დავავალეთ საზღვრის დელიმიტაციის ბოლომდე მიყვანა – ფაშინიანი თბილისში

თბილისში ვიზიტისას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მხარეები შეთანხმდნენ საქართველო-სომხეთის საზღვრის დელიმიტაციის საკითხის ბოლომდე მიყვანაზე.
„ბატონ ღარიბაშვილთან განხილვების დროს ასევე გადავწყვიტეთ, უწყებებს დავავალოთ ქმედითი ნაბიჯები გადადგან სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის საკითხის ბოლომდე მისაყვანად“, – განუცხადა ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებს 26 იანვარს ერთობლივ ბრიფინგზე.
ამავე ვიზიტისას ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ორ ქვეყანას შორის „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს“ მოაწერეს ხელი.
„ისტორიულად ვართ ძალიან ძლიერი მოკავშირეები, არა მხოლოდ მეზობლები, არამედ მეგობრები, გვაქვს კარგი პარტნიორობა ყველა მიმართულებით. დე ფაქტო ისედაც ვიყავით სტრატეგიული მეგობრები და პარტნიორები. დღეს კი ეს მოცემულობა გაფორმდა და ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ ერევანი „დაინტერესებულია შავი ზღვის კაბელის პროექტით“.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ