ირაკლი ღარიბაშვილთან განხილვების დროს გადავწყვიტეთ, რომ უწყებებს დაევალოთ, ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის საკითხის ბოლომდე მისაყვანად – ნიკოლ ფაშინიანი

ირაკლი ღარიბაშვილთან განხილვების დროს გადავწყვიტეთ, რომ უწყებებს დაევალოთ, ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის საკითხის ბოლომდე მისაყვანად, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა.
“მივიღეთ ერთობლივი დადგენილება, დავიცვათ, შევინარჩუნოთ და გავაღრმაოთ კანონიერი ურთიერთობები ყველა მიმართულებით და ამ გზაზე წარმოქმნილი ყველა შესაძლო პრობლემა განვიხილოთ ურთიერთგაგების პრინციპით,”-განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო და სომხეთი ყოველთვის იყვნენ სტრატეგიული მეგობრები, პარტნიორები და ეს რეალობა დღეს ოფიციალურად გაფორმდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი