ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უძრავ ქონებას ოფიციალურად 36 000 ადამიანი აქირავებს

უძრავ ქონებას ოფიციალურად 36 000 ადამიანი აქირავებს

2024 წლის რვა თვეში უძრავი ქონების იჯარიდან მოქალაქეთა მიერ მიღებულმა მთლიანმა შემოსავალმა 349 მილიონი ლარი შეადგინა, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის სტატისტიკიდან ირკვევა. უწყების თანახმად, ეს საიჯარო შემოსავალი წინა წელთან შედარებით 22%-ით, ანუ 64 მილიონი ლარით მეტია.
სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში განმავლობაში ერთი თვის საიჯარო შემოსავალი მაინც სულ 36 ათას ადამიანს დაუფიქსირდა, ხოლო საშუალოდ 25 ათასი ადამიანი მაინც იღებს საიჯარო შემოსავალს ყოველთვიურად.
თვეების მიხედვით ყველაზე მეტი საიჯარო შემოსავლები ივლისში დაფიქსირდა და მან 46.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც სავარაუდოდ, ტურისტული სეზონის პიკიდან გამომდინარე ფიზიკური პირების გაზრდილ ტურისტულ შემოსავლებს უკავშირდება. აგვისტოში მეიჯარეების შემოსავლები 44.9 მილიონი ლარი იყო.
2023 წლის განმავლობაში თანახმად, მეიჯარეთა საშუალო საიჯარო შემოსავალი თვეში 1,203 ლარია. ეს მოიცავს ყველა ფიზიკური პირი მეიჯარის საშუალო საიჯარო შემოსავალს, როგორც ბინების, ასევე სახლებისა და კომერციული ფართების გაქირავებიდან.
შემოსავლების სამსახურის სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ იმ პირთა შემოსავლებს, რომლებსაც იჯარის ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული. ეს შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სახლის იჯარა, ასევე საოფისე თუ კომერციული ფართების საიჯარო ხელშეკრულებები, რომლებიც ოფიციალურად არის გაფორმებული.
bm.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.