პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარგველაშვილი „ძლიერ საქართველოს“ ოფიციალურად შეუერთდა

მარგველაშვილი „ძლიერ საქართველოს“ ოფიციალურად შეუერთდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ შეუერთდა – ეს დღეს ოფიციალურად, გორში პარტიის მიტინგისას დადასტურდა.
„ადამიანი, რომელიც არასდროს წასულა კომპრომისზე. რომელიც ორივე ხელისუფლების დროს იყო ოპოზიციაში. [..] პატრიოტი, უწესიერესი ადამიანი, უკომპრომისო მებრძოლი საქართველოსთვის“, – ასე წარადგინა მარგველაშვილი მამუკა ხაზარაძემ.
მარგველაშვილმა გამოსვლისას თქვა, რომ გამარჯვების სჯერა და მისთვის ბრძოლას აპირებს, თუმცა, არა დეპუტატის რანგში.
როგორც „ნეტგაზეთი“ წერდა, მარგველაშვილის ოფიციალურად წარდგენა დღეს უნდა მომხდარიყო.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.