ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„უცხო ძალის ინტერესის გამტარებლად“ რეგისტრაციის სურვილი 476-მა ორგანიზაციამ გამოხატა - საჯარო რეესტრი

„უცხო ძალის ინტერესის გამტარებლად“ რეგისტრაციის სურვილი 476-მა ორგანიზაციამ გამოხატა - საჯარო რეესტრი

„რუსული კანონის“ რეესტრში საკუთარი ნებით 476 ორგანიზაცია დარეგისტრირდა - ამის შესახებ bm.ge-ის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.
რეგისტრაციის ვადა 2 სექტემბერს 18:00 საათზე უნდა ამოწურულიყო. იუსტიციის მინისტრის მოადგილის თამარ ტყეშელაშვილის "იმედის" ეთერში გაკეთებული განცხადების მიხედვით, იმ დროისთვის საჯარო რეესტრს უცხო ძალის ინტერესის გამტარად რეგისტრაციისთვის 469 ორგანიზაციამ მიმართა, თუმცა საჯარო რეესტრის ფილიალებში რეგისტრაციის მსურველთა დიდი რიგი იყო და შესაბამისად, მონაცემი უნდა განახლებულიყო.
როგორც გაირკვა „დიდი რიგის“ ამოწურვის შემდეგ 8 ორგანიზაციამ გამოთქვა რეგისტრაციის სურვილი.
bm.ge ასევე დაინტერესდა, როდის გახდება 476 ორგანიზაციის ჩამონათვალი საჯარო.
რეესტრში განმარტავენ, რომ ჯერ უწყებამ თითოეული ორგანიზაცია უნდა შეამოწმოს, რეალურად შეესაბამებიან თუ არა რეესტრის კრიტერიუმებს და მხოლოდ ამის შემდეგ აიტვირთება მათი მონაცემები საჯაროდ ვებგვერდზე.
წყარო: bm.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.