არქივი8 მაისი, 2024, 19:24
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები მსვლელობას მართავენ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები პარლამენტიდან გალაკტიონის ხიდის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.
როგორც აქციის ორგანიზატორმა განაცხადა, ისინი ხიდთან პერფორმანს გააკეთებენ და ევროკავშირის დროშებს გადმოფენენ.
პერფორმანსის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან დაბრუნებას გეგმავენ.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.