ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე მსვლელობას მართავენ - გადაკეტილია გმირთა მოედანი

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე მსვლელობას მართავენ.
მომიტინგეთა ნაწილი მსვლელობით აბაშიძის ქუჩაზე მიემართება. ადგილზე პროტესტის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. ამ დროისთვის, აბაშიძეზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია. მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ “გამოდით, გამოდით!”.
აქციის მონაწილეებს თან მიჰყვება პოლიციის რამდენიმე ჯგუფი.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თავდაპირველად ვაკის პარკთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი აბაშიძის ქუჩაზე გადაინაცვლეს.
მომიტინგეების ნაწილს გადაკეტილი აქვს გმირთა მოედანი, ნაწილი პარლამენტის შენობასთან არიან შეკრებილები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.