„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა მოთხოვნები დაასახელეს

აქციის მონაწილეების მოთხოვნები ცნობილია: მათი პირველი მოთხოვნა დაკავებულების გათავისუფლებაა. შეკრებილები ასევე მოითხოვენ ტოტალური დაუმორჩილებლობა გამოცხადებას მანამდე, ვიდრე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის არ გაიწვევენ.
კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ითხოვენ ასევე აქციის მონაწილეებზე, მათ შორის, ბავშვებსა და ქალებზე მოძალადეების დასჯას.
„პირველი მოთხოვნაა, რომ გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაკავებული პატიმარი, რომელიც უსამართლოდ დააკავეს. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა არის ის, რომ გამოვაცხადოთ ტოტალური, სრული დაუმორჩილებლობა, სანამ კანონს არ გაიწვევენ. მესამე მოთხოვნა არის ის, რომ ყველა, ვინც კი იძალადა ქალებზე, ბავშვებზე და პროტესტის დანარჩენ წევრებზე, გამოვიძიოთ და დავსაჯოთ მაქსიმალურად”, – განაცხადა აქციის მონაწილემ.

ასევე დაგაინტერესებთ