არქივი3 მაისი, 2024, 17:11
სასტუმრო „პარაგრაფთან" შეკრებილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა პუშკინის ქუჩა გადაკეტეს
სასტუმრო „პარაგრაფთან" შეკრებილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა თავისუფლების მოედანი გადაკეტეს.
აქციის მონაწილეების ნაწილი სასტუმრო „პარაგრაფის” მიმდებარე ტერიტორიას გამოეყო და პუშკინის ქუჩა გადაკეტეს.
ამ დროისთვის, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
მანამდე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, მშვიდ ვითარებაში გამოხატონ პროტესტი და თუ საჭიროება არ იქნებოდა გზა არ გადაეკეტათ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.