არქივი16 მაისი, 2024, 17:09
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
პარლამენტის წინ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ გამოსულმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან 17:00 საათიდან იკრიბებოდნენ. აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებიც.
“საქართველო!”, - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.