ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსთაველის გამზირზე, პირველი გიმნაზიის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე, პირველი გიმნაზიის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს.
როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ტორესა მოსი აცხადებს, აქცია-პერფორმანსი პროტესტის ერთ-ერთი გამოხატულებაა და ამისთვის პირველი გიმნაზიის წინ ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ძეგლები „აამეტყველეს“.
„გადავწყვიტეთ სხვადასხვა საშუალებებით, ჩვენი პოზიცია კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა. მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს ამ პერფორმანსით ვაჩვენოთ, რომ მათი ხმა ყველაზე დიდი ინსტრუმენტია. გამოვიყენეთ 3D ვიზუალიზაცია და მწერლების ძეგლები ავამეტყველეთ", - განაცხადა მწერალმა ტორესა მოსმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.