ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები პარლამენტთან ხვალ, 10:00 საათზე შეიკრიბებიან

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ხვალ, 10:00 საათზე, პარლამენტთან შეიკრიბებიან.
როგორც საკანონმდებლო ორგანოსთან დამონტაჟებული სცენიდან ერთ-ერთმა სტუდენტმა განაცხადა, ხვალ, 10:00 საათიდან, თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, პარლამენტთან მსვლელობით მივლენ.
„ხვალ, 10:00 საათიდან ყველა უნივერსიტეტიდან დაიძვრება მსვლელობა. ჩვენ ხვალ ვნახავთ რეალურ სტუდენტურ ძალას. ხვალ, პარლამენტი 10:00 საათიდან იქნება პროტესტის ძლიერი კერა. ჩვენ ჩვენ ხმას გავაგონებთ დეპუტატებს, იქნებ რამე შეიგნონ და მესამე მოსმენით არ მიიღონ კანონპროექტი. ამიტომ, აქ ვიქნებით ძალიან ბევრი და აუცილებლად გავაწვევინებთ უკან „რუსულ ოცნებას”,- განაცხადა სტუდენტმა დავით სეხნიაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.