ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები პარლამენტთან ხვალ, 10:00 საათზე შეკრებას გეგმავენ

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ხვალ, 10:00 საათზე, პარლამენტთან შეიკრიბებიან.
როგორც საკანონმდებლო ორგანოსთან დამონტაჟებული სცენიდან ერთ-ერთმა სტუდენტმა განაცხადა, ხვალ, 10:00 საათიდან, თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, უნივერსიტეტებიდან საკანონმდებლო ორგანომდე მსვლელობით მივლენ და პარლამენტის შენობას წრეს შემოარტყამენ.
“ხვალ, 10:00 საათიდან ყველა უნივერსიტეტიდან დაიძვრება მსვლელობა. ჩვენ ხვალ ვნახავთ რეალურ სტუდენტურ ძალას. ხვალ, პარლამენტი 10:00 საათიდან იქნება პროტესტის ძლიერი კერა. ჩვენ ჩვენ ხმას გავაგონებთ დეპუტატებს, იქნებ რამე შეიგნონ და მესამე მოსმენით არ მიიღონ კანონპროექტი. ამიტომ, აქ ვიქნებით ძალიან ბევრი და აუცილებლად გავაწვევინებთ უკან “რუსულ ოცნებას”,- განაცხადა სტუდენტმა დავით სეხნიაშვილმა.
„ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და კენჭისყრით დამტკიცებას 14 მაისის პლენარულ სხდომაზე გეგმავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.