ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ქუთაისშიც აპროტესტებენ

ქუთაისში, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა აქცია-მსვლელობა გამართეს.
აქციის მონაწილეები ჯერ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ, ხოლო შემდეგ მსვლელობით "ქართული ოცნების" ოფისთან გადაინაცვლეს.
ისინი აცხადებენ, რომ კანონპროექტი წაკითხული აქვთ, მაგრამ არ მოსწონთ.
აქციის მონაწილეების თქმით, დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლება კანონს მალე გაიწვევს. მსვლელობა დღის ბოლოს მერიასთან გადაინაცვლებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.